ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, „კასპი ბანკის“ შენობაში უცნობი მამაკაცი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელი ბანკის აქტივების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების, ღარიბებისა და გაჭირვებულებისთვის გადაეცათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმ „არლანის“ თანამშრომლები მუშაობდნენ. თავდამსხმელს 7 მძევალი ჰყავდა აყვანილი.

სპეცოპერაციის შედეგად ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძევლები უვნებლად გაათავისუფლა. დაკავებულია თავდამსხმელი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.