აშშ-ის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 2025 წლის ივლისში თითქმის 20%-ით გაიზარდა და $291 მილიარდს მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ საბაჟო მოსაკრებლებიდან მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზარდა,- ამის შესახებ Reuters იტყობინება.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, საბაჟო შემოსავალი ერთი თვის განმავლობაში თითქმის $21 მილიარდით გაიზარდა ტარიფების გაზრდის გამო, თუმცა ფედერალური მთავრობის მთლიანი ბიუჯეტის ხარჯები უფრო სწრაფად იზრდებოდა.
ივლისში სახელმწიფო შემოსავლები 2%-ით ($8 მილიარდი) გაიზარდა და $338 მილიარდს მიაღწია, ხოლო ხარჯები 10%-ით ($56 მილიარდი) გაიზარდა და ივლისისთვის რეკორდულ მაჩვენებელს- $630 მილიარდს მიაღწია.
სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ივლისში სამუშაო დღეები წლიურად ნაკლები იყო და ამ ფაქტორის გათვალისწინების შემთხვევაში დეფიციტი დაახლოებით $271 მილიარდი იქნებოდა. წმინდა საბაჟო შემოსავალი ივლისში $27,7 მილიარდამდე გაიზარდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ($7,1 მილიარდი), რაც ტარიფების ზრდასთან არის დაკავშირებული.