ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ქადაგიძე ქვეყნის ნომერი პირველი ბანკის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს.

ქადაგიძე ამბობს, რომ ქართული საბანკო სექტორი დასავლურ ფინანსურ წრეებში ჩართულია 2 ამერიკული ბანკის მეშვეობით. მისი თქმით, ამ აღნიშნულმა ბანკებმა ანგარიშები რომ დახუროს, ერთ დღეში დაბრუნდება საქართველო 90-იან წლებში.

„ეროვნული ბანკი მორიგ სამარცხვინო განცხადებას აკეთებს, როდესაც მიუთითებს, რომ მურუსიძის სასამართლოს დასტური სჭირდება სანქციების აღსრულებას. მთელი ქართული საბანკო სექტორი დასავლურ ფინანსურ წრეებში ჩართულია 2 ამერიკული ბანკის მეშვეობით. მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, ჩვენი პლასტიკური ბარათები, ვიზა და მასტერქარდი რომ მუშაობს, ონლაინ გადახდები და გადარიცხვები რომ მუშაობს უცხოურ ვალუტაში და ა.შ. ეს ყველაფერი ხორციელდება ორი ამერიკული ბანკის გავლით. საკმარისია, ამ ორმა ამერიკულმა ბანკმა გადაწყვიტოს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც არ ემორჩილება ამერიკულ სანქციებს, ერთ დღეში დახურავს ანგარიშებს და ერთ დღეში დაბრუნდება საქართველო 90-იან წლებში. ამას, რა თქმა უნდა, ვერანაირი კომერციული ბანკი ვერ გააკეთებს, ვერც გაბედავს. კომერციული ბანკები არის საერთაშორისო საფინანსო სისტემის ნაწილი და ისინი აღასრულებენ სანქციებს და ეს სამარცხვინო განცხადებები, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს“, - ამბობს გიორგი ქადაგიძე. 

ვრცლად: tvpirveli.ge