აგვისტოში ვადაგადაცილებული სესხები წინა თვესთან შედარებით 46.0 მლნ ლარით გაიზარდა და 479.2 მლნ ლარს გაუტოლდა. ვადაგადაცილებული სესხების 43.9% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. - ამის შესახებ საუბარია სებ-ის მიმოხილვაში.

აგვისტოში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 14.6%-ით გაიზარდა. სესხების ზრდის ტემპმა წინა თვესთან შედარებით 0.1 პპ-ით მოიმატა. აგვისტოში, ლარით დაკრედიტება წლიურად 14.5%-ით, 26.4 მლრდ ლარამდე გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 7.7 პპ-იანი წვლილი შეიტანა. უცხოური ვალუტით დაკრედიტება (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით) 14.8%-მდე გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 6.9 პპ-იანი წვლილი შეიტანა.