7 თვიანი წყვეტის შემდეგ, მარტის ბოლოს საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა შედგა. პლატფორმაზე სამი დღის განმავლობაში 2 322 მგვტ. სთ ელექტროენერგია გაიყიდა. ერთი კილოვატი ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასი კი 14. 4 თეთრი იყო. მოლოდინია, რომ ბირჟაზე ვაჭრობა უფრო აქტიური მაისში იქნება, თუმცა მაჩვენებლები გაიზრდება აპრილშიც.

ენერგეტიკული ბირჟის ანგარიშის თანახმად, 2025 წელს დღით ადრე ბაზარზე მონაწილეებმა ივაჭრეს 129,753.8 მგვტ.სთ ელექტროენერგია, რაც 2024 წელს ნავაჭრ ელექტროენერგიას თითქმის 7.5-ჯერ აღემატება.

გასულ წელს ბირჟაზე დაფიქსირებული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასი 131.4 ლარი/მგვტ.სთ (13.14 თეთრი/კვტ.სთ) იყო. ბოლო მონაცემებით, ბირჟაზე მონაწილეობისთვის რეგისტრირებულია 24 კომპანია.

ცნობისთვის, საქართველოში ელექტროენერგეტიკული ბირჟა 2024 წლის 1 ივლისს ამოქმედდა და ამ დრომდე გარდამავალი მოდელით მუშაობს. ენერგეტიკული ბირჟა სრულად 2027 წლის ივლისში უნდა გაიხსნას. რაც იმას ნიშნავს, რომ ბირჟას უნდა დაემატოს საათობრივი დაბალანსების შესაძლებლობა და საბალანსო ბაზარი

bp.ge