სასიხარულო იყო საქართველოს რეფორმების მნიშვნელოვანი შედეგებისა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური მართვის შესახებ მოსმენა — ეს საუკეთესო „დაზღვევაა“ გარე შოკების წინააღმდეგ - წერს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასატო კანდა სოციალურ ქსელ X-ზე, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

 

მისი თქმით, აზიის განვითარების ბანკი კვლავ რჩება საქართველოსთვის ერთ-ერთ უმსხვილეს განვითარების პარტნიორად.

 

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ფინანსთა მინისტრთან და ADB-ის მმართველთა საბჭოს წევრთან, ლაშა ხუციშვილთან. 2007 წელს ADB-ში გაწევრიანების შემდეგ, საქართველოს, დაახლოებით, 6 მილიარდი აშშ დოლარის ფინანსური დახმარება გავუწიეთ და დღემდე ვრჩებით ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს განვითარების პარტნიორად. სასიხარულო იყო საქართველოს რეფორმების მნიშვნელოვანი შედეგებისა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური მართვის შესახებ მოსმენა — ეს საუკეთესო „დაზღვევაა“ გარე შოკების წინააღმდეგ. ჩვენ, ასევე, განვიხილეთ საქართველოს პოზიციის გაძლიერების შესაძლებლობები შუა დერეფანში ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ციფრული კავშირების მიმართულებით. სიამოვნებით მოვისმინე ინოვაციურ და გარდამტეხ პროექტებზე, რომლებიც ADB-ის საქართველოში წამყვან საფინანსო განვითარების ინსტიტუტად აქცევს, მათ შორისაა, ადგილობრივ ვალუტაში გამოშვებული ობლიგაციები. ერთად გავაგრძელებთ ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას საქართველოს ეკონომიკური პროგრესისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესების მხარდასაჭერად“, - წერს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასატო კანდა.

 

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.