საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 6 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დააჯარიმა.
ჯარიმის საფუძვლები უკავშირდება პირისთვის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე მომსახურების გაწევის ფაქტებს, ფულადი სახსრების წარმომავლობის არ შესწავლას, ოპერაციების შესახებ ანგარიშგების წარუდგენლობას, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობას, ოპერაციების არასათანადო აღრიცხვას, ელექტრონული სისტემის ხარვეზებს და სხვა.
დაჯარიმდნენ შემდეგი ობიექტები:
- შპს „ქეშ პოინტ“ - 145 000 ლარი;
- ი.მ. „გენადი ქართველიშვილი" - 35 000 ლარი;
- ი.მ „მაგული ასანიძე“ - 23 000 ლარი;
- შპს „ქეშ პოინტ“ - 28 000 ლარი;
- შპს „ექსინვესტი“ - 21 000 ლარი;
- შპს „გრანდ მონეტა საქართველო“ - 13 000 ლარი.