მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ საჩივრები გაიზარდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის მაისში მომხმარებლების მხრიდან მისო-ების წინააღმდეგ 93 პრეტენზია დაფიქსირდა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 88 იყო.

პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში შესული პრეტენზიებიდან ყველაზე მეტი - 59 განაცხადი ჯარიმებსა და ვადაგადაცილების საკომისიოებზე მოდის, მეორე ადგილზე 28 განაცხადით არის პრეტენზიები ადმინისტრაციის/მომსახურების მიმართ. 1-1 პრეტენზია არის საპროცენტო შენატანებსა და ეთიკის კოდექსთან დაკავშირებით. 4 პრეტენზია კი „სხვა“ კატეგორიაშია გაყვანილი. 

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის მაისში 93 საჩივრიდან მისო-ებმა 32 განაცხადი - უსაფუძვლოდ. 16 განაცხადის შემთხვევაში განხილვა ისევ მიმდინარეობს, 45-ის შემთხვევაში კი განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად და მიღწეული იქნა პრეტენზიით გამოხატული პრობლემის აღმოფხვრა.