თბილისის მერიის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის განმავლობაში 1 108 სამშენებლო სამართალდარღვევის საქმე იქნა შესწავლილი და  შესაბამისი  დაჯარიმების დადგენილება გამოიცა

საჯარიმო სანქციების ჯამურმა თანხამ  შეადგინა 20 801 000 ლარი, ასევე უნებართვო მშენებლობაზე  და უსაფრთხოების წესების დარღვევაზე შეჩერებულ იქნა 398 მშენებლობა,  განხორციელდა  60-ზე მეტი უკანონოდ აშენებული შენობის დემონტაჟი. 

გამკაცრდა  და პერიოდული  მონიტორინგი მიმდინარეობს, ასევე, ქალაქის  იერსახის დამახინჯების, გარემოს ნარჩენებით დანაგვიანების,  ჰაერის სამშენებლო  მტვრით დაბინძურების და მწვანე ნარგავების დაზიანების წინააღმდეგ,  აკუსტიკური ხმაურის,  გარე  ვაჭრობისა და გარე რეკლამის კუთხით. მიმდინარე წლის განმავლობაში გამოვლენილია 5 400-ზე მეტი სამართალდარღვევა და გატარებულია შესაბამისი

ღონისძიებები, საერთო  ჯამში  ამ მიმართულებით  დაკისრებულია  6 071 040  ლარი  საჯარიმო სანქცია და თითოეულ მათგანს დაევალათ სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის გამოსწორება.