საქართველოში მსესხებლების 9,9%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან.
„კრედიტინფოს“ 2024 წლის მაისის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 192 520 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 373 177-ს შეადგენს. რაც შეეხება მოცულობას, ჯამში 2 136 170 734 ლარის ვადაგადაცილებულ კრედიტებია ვადაგადაცილებული.
რაც შეეხება წინა თვის მაჩვენებლებს, 2024 წლის აპრილის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 192 273 მსესხებელს უფიქსირდებოდა.
საერთო ჯამში, მაისის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 935 768 ადამიანს აქვს, ჯამში 47 078 190 071 ლარის მოცულობის.
აღსანიშნავია, რომ მსესხებლების უმეტესობა საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, მაისის მდგომარეობით, ბანკებიდან 42 998 957 431 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 581 921 მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლებიდან 97 148-ს უფიქსირდება.
სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 763 527 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 3 520 400 251 ლარს შეადგენს. ხოლო ვადაგადაცილება ამ საფინანსო ინსტიტუტების 112 082 მსესხებელს უფიქსირდება.
19 645 ადამიანს კი, ჯამში 558 832 389 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან. აქ 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება 4 911 ადამიანს უფიქსირდება.