კომერციული ბანკების მიმართ საჩივრები თითქმის განახევრდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის აპრილში მომხმარებლების მხრიდან საბანკო სექტორის წინააღმდეგ 1420 პრეტენზია დაფიქსირდა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 2 249 იყო.

პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში შესული პრეტენზიებიდან ყველაზე მეტი - 725 განცხადება მიმდინარე ანგარიშებსა და სადებეტო ბარათებთან არის დაკავშირებული. პრეტენზიების რაოდენობით მეორე ადგილს სამომხმარებლო სესხებთან დაკავშირებული პრეტენზიები იკავებს 169 განცხადებით (მარტში 223). მესამე ადგილზე კი საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებულ პრეტენზიებია – 87 შემთხვევა. 

აპრილში ბანკებში შესული 1 420 პრეტენზიიდან 777–ზე განხილვა დასრულებულია და სებ-მა ის უსაფუძვლოდ მიიჩნია. საფუძვლიანად ბანკებმა 216 პრეტენზია მიიჩნიეს. განხილვები არ დასრულებულა 416 პრეტენზიაზე. 11 შემთხვევაში კი განხილვა დასრულებულია, პრეტენზია საფუძვლიანადაა მიჩნეული, თუმცა ხარვეზი არ გამოსწორებულა.