"სახელმწიფოს 1 თვეში 18 მლნ-ის ჯარიმა არ ამოუღია," - ამის შესახებ იურისტი თამთა კახიძე სოციალურ ქსელში წერს. ინტერესების დამცველი განმარტავს, რომ მაქსიმუმ, რისი ამოღებაც სახელმწიფომ აქტივისტებისგან 1 თვეში შეძლო, 458 313 ლარია, ამის მიზეზი კი ის არის, რომ სისტემა გადატვირთული და გაჭედილია.
კახიძე მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მოდუნების ფუფუნება არავის აქვს და მოუწოდებს საქველმოქმედო ფონდებსაც, როცა ამის საჭიროება დადგება, დაჯარიმებულებს ჯარიმების გადახდაში დაეხმარნონ.
იურისტი თქმით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას სწორი ინფორმაცია ჰქონდეს.
"სახელმწიფოს ჩვენგან ჯარიმებით 1 თვეში 18 მილიონი არ ამოუღია.
რატომ და როგორ:
ქვემოთ მოცემულ სქრინზე არის ინფორმაცია, მაქსიმუმ რისი ამოღებაც შეძლო სახელმწიფომ აქტივისტებისგან 1 თვეში, ანუ 1 იანვრიდან 31 იავრის ჩათვლით. ეს თანხა არის 458 313 ლარი, ანუ ნახევარი მილიონი ლარიც ვერა (ესეც არ არის ზუსტი რიცხვი, ამ ტიპის ჯარიმებში „აქციის მუხლების“ გარდა სხვა სამართალდარღვევებიც შედის, ამიტომ შესაძლოა ამაზე ცოტაც იყოს დემონსტრანტების ჯარიმების წილი).
რა 18 მილიონი?! მეგობრებო, ნახევარი მილიონის ამოღებასაც ვერ ახერხებს სახელმწიფო 1 თვეში, რადგან არის გაჭედილი, გადატვირთული, ნელი. ჯარიმებს თავს და ბოლოს ვერ უგებენ. ვის, სად და როდის იბარებენ თვითონაც არ იციან. პროცესებს ნიშნავენ და ამთავრებენ გვიან და დასრულებულ პროცესებზეც დადგენილებებს (ანუ როცა გადახდის ვადა ეწყება დაჯარიმებულს) აბარებენ გვიან.
რა 18 მილიონი?! 18 მილიონი ამ ტიპის ჯარიმებზე ერთ წელშიც არ აქვს სახელმწიფოს ამოღებული ხალხისგან, ანუ ვერც უახლოვდება ამ რიცხვს. წლიური რიცხვი არის დაახლოებით 6 მილიონამდე.
ეს, ცხადია, არ ნიშნავს, რომ მოდუნების ფუფუნება გვაქვს. ვისაც შეუძლია, განსაკუთრებით ბიზნესებს, ყველამ უნდა ჩარიცხოს ფული ფონდებში, რომ არავის არ მოუწიოს ამხელა ფინანსების გაღება საკუთარი ჯიბიდან, როდესაც ამის დრო მოვა. უბრალოდ იმაზე მეტად არ უნდა დავითრგუნოთ თავები, ვიდრე რეალობა გვიდგას და ინფორმაციაც ჯობს სწორი გვქონდეს", - წერს კახიძე.
შეგახსენებთ, ანტირუსული აქციებში მონაწილეობის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ათასობით მოქალაქეს ფინანსური სანქცია უკვე დაუწესა - ხალხი გაჩერებას არ აპირებს და ისინი სამართლებრივ ბრძოლას აანონსებენ.
აქციების დროს დაზარალებულთა დახმარების ფონდებიც მოქალაქეებს ურჩევენ, რომ სახაზინო ტერორისგან თავის დასაცავად იდავონ ყველა ინსტანციაში. ამ გზით ევროპული მომავლის მცველები დროს მოიგებენ და ფონდებს ექნებათ საკმარისი დრო, დახმარებისთვის საჭირო თანხების მობილიზებისთვის.
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები ჯარიმებს ყველა ინსტანციაში არ გაასაჩივრებენ, მაშინ, ნანუკა ჟორჟოლიანის განმარტებით, ფონდები დაზარალებულებს არ/ვერ დაეხმარებიან. უფლებადამცველთა რეკომენდაციაა, რომ მოქალაქეებმა ჯარიმა ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროში, შემდეგ კი სასამართლოში გაასაჩივრონ. ჯარიმის გასაჩივრების შემდეგ სარჩელის განსახილველად შსს-ს 10 დღიანი ვადა აქვს. არდაკმაყოფილების შემთხვევაში კი მოქალაქეს ჯარიმის გასაჩივრება უკვე სასამართლოში შეუძლია. იურისტების თქმით, თუკი ყველა დაჯარიმებული მისთვის გამოწერილ ჯარიმას გაასაჩივრებს, სისტემა გადაიტვირთება და მოქალაქეებს ექნებათ გონივრული ვადა, რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგან.
"მეტი დრო უნდა მოვუგოთ და მეტხანს გავწელოთ ეს პროცესი. ამისთვის აუცილებელია, რომ როდესაც ჩაგაბარებენ ამ ჯარიმას, გაასაჩივროთ შსს-ში, პირველ რიგში. შსს ამას არ დააკმაყოფილებს, მაგრამ ეს უნდა გაასაჩივროთ შემდგომ სასამართლოში. ორ ინსტანციაში არის ამის გასაჩივრება შესაძლებელი. ბევრი იურისტი, არასამთავრობო ორგანიზაციები არიან მზად, რომ სრულიად უფასოდ მოგემსახურონ ამ საჩივრის შეტანაში. ბაჟის გადადხა არ მოითხოვება სასამართლოშ ამ საჩივრის შეტანისას, ამიტომ სრულიად უფასოდ შეგიძლიათ, გაასაჩივროთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,რ ომ გაასაჩივრებთ ამ ოქმებს, ამ პერიოდის განმავლოვაში კანონში პირდაპირ წერია, რომ თქვენ არ გევალებათ ჯარიმის გადახდა. ამგვარად, მნიშნელოვანია, რომ გავუწიოთ წინააღმდეგობა რეჟიმს იმისთვის, რომ რაც მეტხანს გაგრძელდება პროტესტი, მით უფრო სუსტდება რეჟიმი," - ამბობს იურისტი ნიკა სიმონიშვილი.
- თუ პოლიციამ დაგირეკათ და გითხრათ, რომ უნდა გამოცხადდეთ პოლიციის განყოფილებაში, სამართალდარღვევის ოქმის ჩასაბარებლად:
- მოითხოვეთ, რომ სამართალდარღვევის ოქმი გამოგიგზავნონ თქვენს მისამართზე. (პოლიციელი თუ ტელეფონით გეუბნებათ რომ დაჯარიმდით ეს ჯარიმის ოქმი არ ითვლება ჩაბარებულად)
- როდესაც, სახლში მოგიტანენ ოქმს (არ აქვს მნიშვნელობა ხელს მოაწერთ თუ არა, მაგრამ ითვლება ჩაბარებულად). ამ წუთიდან გერთვებათ გასაჩივრების 10 დღანი ვადა. ავსებ მარტივ ფორმას და ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროშივე ასაჩივრებ დაჯარიმების უკანონო ოქმს, თუ რეჟიმმა ძალაში დატოვა ეს ჯარიმა, ამის შემდეგ გაქვთ კიდევ 10 დღე, რომ უკვე სასამართლოში გაასაჩივროთ, მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ გერთვებათ თანხის გადახდის ვალდებულება და შეგეძლებათ მიმმართოთ ხალხის დახმარების ფონდებს.
- თუ პოლიციას არ დაურეკავს, არც ჩაუბარებია თქვენთვის ჯარიმის ოქმი და გამოაქვეყნეს, ვებ გვერდზე protocols.ge. ოქმის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან 30 დღეში ითვლება ის ჩაბარებულად, ამის შემდეგ ირთვება უკვე პოლიციაში და შემდეგ სასამართლოში გასაჩივრების ვადები. (10-10 დღიანი ვადები).