ახალი 1136 კილომეტრის სიგრძის ტრანსსასაზღვრო ველოსიპედის მარშრუტი EuroVelo 18, ევროპაში, გრძელ დისტანციაზე ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი ველოსიპედის მარშრუტი გახდება – ამის შესახებ პროექტის ინიციატორმა – ევროპის ველოსიპედისტთა ფედერაციამ განაცხადა.

EuroVelo 18 სლოვენიის, ხორვატიის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, ასევე სერბეთის ერთობლივი ინიციატივაა, რომლებზედაც ველოსიპედის გზა გაივლის. ის დაიწყება მდინარე სავას სათავედან და დასრულდება იქ, სადაც ის დუნაიში ჩაედინება.

მარშრუტი ასევე დააკავშირებს ევროპის დედაქალაქებს - ლუბლიანას, ზაგრებსა და ბელგრადს. ეს იქნება ეკოლოგიურად სუფთა გზა ამ სპორტის მოყვარულთათვის, რათა შეისწავლონ რეგიონის ბუნება და კულტურული მემკვიდრეობა.

ვრცლად euro-pulse – ზე