28 ივლისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით 0.58 თეთრით გამყარდა და ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6433 გახდა.

ევროსთან მიმართებით ლარი 4.56 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ღირებულებამ 2.9060 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ბრიტანულ სტერლინგს, ამ შემთხვევაში ლარი 3.90 თეთრით გამყარდა და ახალი კურსი 3.3958 შეადგენს.

ერთი ლირა კი 9.81 თეთრი ღირს.