აპრილი საქართველოს საფონდო ბირჟაზე (GSE) არცერთი ტრანზაქცია არ შემდგარა, შესაბამისად, საშუალო ბრუნვამ 0 ლარი შეადგინა.

საქართველოს საფონდო ბირჟამ გარიგების გარეშე დახურა მარტის თვეც.

რაც შეეხება გასული თვეების მონაცემებს, თებერვალში საქართველოს საფონდო ბირჟაზე (GSE) ხუთი გარიგება შედგა, რომელიც „ლიბერთი ბანკს“ უკავშირდება და მისი მოცულობა 1 558 625-ს, ხოლო ღირებულება 16086 ლარს შეადგენდა. იანვარში კი  ასევე „ლიბერთი ბანკთან“ დაკავშირებული 2 გარიგება, რომლის მოცულობა 210 891 და ღირებულება კი 2,108 ლარი იყო.

გასულ 2022 წელს ბირჟაზე საერთო ჯამში 34 გარიგება შედგა, რომელთა საერთო მოცულობა 6.6 მილიონ ლარს შეადგენდა.

გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს საფონდო ბირჟა ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში, სადაც 23 კომპანიის აქციები და ობლიგაციებია განთავსებული. მათი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია კი 748 მილიონ დოლარს შეადგენს.