გლობალურ ბაზრებზე ნედლი ნავთობის ფასი მცირდება. კერძოდ, ბოლო ვაჭრობის შედეგად, გლობალურ ბაზრებზე brent-ის ტიპის საწვავის საორიენტაციო ფასი ბარელზე 65.50 დოლარით (-2.22%) განისაზღვრა, ამერიკული WTI ნედლი ნავთობის ღირებულება კი 61.87 დოლარია (-2.54%).

რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირის განმავლობაში ქვეყანაში საწვავის ფასი გარკვეულწილად შემცირდა. უფრო კონკრეტულად, ფასები შემცირებულია დიზელის ტიპის საწვავზე, თუმცა ეს შემცირება ამ ეტაპისთვის მხოლოდ ორ ბენზინგასამართ სადგურზე აისახა. ფასის ცვლილებამ 5-10 თეთრი შეადგინა.

„ბისზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, რა ღირს საწვავი დღეს ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე:

Gulf

  • G-Force სუპერი - 3.57 ლარი;
  • G-Force პრემიუმი - 3.17 ლარი;
  • G-Force ევრო რეგულარი - 3.07 ლარი;
  • ევრო რეგულარი - 2.97 ლარი;
  • G-Force ევრო დიზელი - 3.13 ლარი;
  • ევრო დიზელი - 3.03 ლარი.

Wissol

  • ეკო სუპერი - 3.56 ლარი;
  • ეკო პრემიუმი - 3.17 ლარი;
  • ეკო დიზელი - 3.08 ლარი;
  • ევრო დიზელი - 3.03 ლარი;
  • ევრო რეგულარი - 2.96 ლარი.

Socar

  • ნანო სუპერი - 3.55 ლარი;
  • ნანო პრემიუმი - 3.15 ლარი;
  • ნანო ევრო რეგულარი - 2.95 ლარი;
  • ევრო 5 დიზელი - 2.99 ლარი;
  • ნანო ევრო 5 დიზელი - 3.08 ლარი.

Rompetrol

  • Efix სუპერი - 3.59 ლარი;
  • Efix ევრო პრემიუმი - 3.21 ლარი;
  • ევრო რეგულარი - 3.04 ლარი;
  • Efix ევრო დიზელი - 3.15 ლარი;
  • ევრო დიზელი - 3.10 ლარი.

Portal

  • სუპერი - 3.14 ლარი (გაიაფდა 5 თეთრით);
  • პრემიუმი - 2.94 ლარი;
  • ევრო რეგულარი - 2.74 ლარი;
  • ევრო დიზელი - 2.99 ლარი;
  • ეფექტური დიზელი - 2.74 ლარი (გაიაფდა 5 თეთრით).

Connect

  • სუპერი - 3.14 ლარი;
  • პრემიუმი - 2.94 ლარი;
  • ევრო რეგულარი - 2.74 ლარი;
  • ევრო დიზელი - 2.89 ლარი (გაიაფდა 10 თეთრით);
  • დიზელი - 2.74 ლარი (გაიაფდა 5 თეთრით).

Lukoil

  • სუპერ ეკტო - 3.49 ლარი.
  • პრემიუმ ავანგარდი - 3.03 ლარი;
  • ევრო რეგულარი - 2.83 ლარი;
  • ევრო დიზელი - 2.98 ლარი.

წყარო: bpn.ge