ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მეშვეობით ნავთობის ტრანზიტის გაზრდას გეგმავს, – ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ერლან აკენჟენოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, 2024 წელს ქვეყანამ აღნიშნული მარშრუტით დაახლოებით 1.4 მილიონი ტონა ნავთობი გაგზავნა, 2025 წელს ამ მოცულობის 1.7 მილიონ ტონამდე გაზრდა იგეგმება.

ერლან აკენჟენოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტი ყაზახური ნავთობის ერთ-ერთ მთავარ ალტერნატიულ საექსპორტო მარშრუტად რჩება და მისი გამოყენების გაფართოების მიზნით მუშაობა გრძელდება.

1tv.ge