სუდანში სამი დღეა, ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს შორის“ შეტაკებები მიმდინარეობს. სუდანში ჩარჩენილია საქართველოს 30-მდე მოქალაქეც, რომელთა გამოყვანა ცხელი წერტილიდან ჯერჯერობით ვერ ხერხდება. თუმცა არსებული ინფორმაციით, მათ ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრებათ.
რამდენად მჭიდრო ეკონომიკური კავშირი აქვს საქართველოს სუდანთან. როგორც საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალიდან ხდება ცნობილი. სუდანში საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქცია ციანიდები, ოქსიდციანიდები, კომპლექსური ციანიდებია. 2022 წელს საქართველომ 310 000 დოლარის ციანიდები შეიტანა სუდანში. წელს კი უკვე თითქმის ნახევარ მილიონამდე. 477000 დოლარის.
2022 წლის ექსპორტი:
ციანიდები, ოქსიდციანიდები, კომპლექსური ციანიდები 310 000 აშშ დოლარი.
მექანიკური მოწყობილობები სითხეებისა ან ფხვნილების გაშხეფვის ან გაფრქვევისათვის 33 200 აშშ დოლარი.
ავტომანქანების ნაწილები, ექსპლუატაციაში ნამყოფი 5 860 აშშ დოლარი.
აპარატურა სასუნთქი სხვა და აირის ნიღბები 2800 აშშ დოლარი.
პლასტმასის დანარჩენი ნაწარმი 1000 აშშ დოლარი.
მიკროფონები ხმამაღლამოლაპარაკეები და სხვა 1000 აშშ დოლარი.
ვულკანიზებული რეზინის ნაწარმი, გარდა მყარი რეზინისა, დანარჩენი 3700 აშშ დოლარი.
ნატურალური ტყავისა ან კომპოზიციური ტყავის ნაწარმი, დანარჩენი: 650 აშშ დოლარი.
ხალიჩები და იატაკის სხვა საფეიქრო საფარები, გაწყობილი ან გაუწყობელი 400 აშშ დოლარი.
ცენტრიფუგები; აგრეგატები სითხის ან აირის საფილტრავი ან გასაწმენდი 600 აშშ დოლარი.
2023 წელს კი სუდანში 477000 აშშ დოლარის ციანიდები, ოქსიდციანიდები, კომპლექსური ციანიდები გავიდა.
2009 წლიდან 2023 წლამდე საქართველოდან სუდანში ექსპორტზე გასულია 6126200 დოლარის ღირებულების პროდუქცია. მათ შორის ყველაზე დიდი ღირებულების 2012 (1,3 მლნ დოლარი ) და 2017 წლებში (1,8 მლნ დოლარი).
რაც შეეხება იმპორტს 2022-23 წლებში სუდანიდან შემოვიდა 2000 დოლარის აკუმულატორები ელექტრული, სეპარატორების ჩათვლით და საფრენი აპარატების ნაწილები 4500 აშშ დოლარის.
2010 წლიდან 2022 წლის ჩათვლით სუდანიდან შემოვიდა 223 630 მთლიანობაში აშშ დოლარი.პროდუქცია.