2023 წლის ივლისში ფასები პირველად ბაზარზე (სამშენებლო კომპანიების/დეველოპერების მიერ გაყიდული უძრავი ქონება) წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით გაიზარდა. ფასები ასევე გაიზარდა მეორადი ბაზრის (ინდივიდუალური მესაკუთრის მიერ გაყიდული უძრავი ქონება) ძველ ბინებზე 2.7%-ით წინა თვესთან შედარებით.

Galt&Taggart-ის 2023 წლის ივლისის მიმოხილვის მიხედვით, , ფასები თვიურად 4.6%-ით შემცირდა მეორადი ბაზრის ახალ ბინებზე, რაც განაპირობა ფასების კლებამ საბურთალოზე, გლდანსა და ისანში (მეორად ბაზარზე ახალი ბინების მთლიანი გაყიდვების 39.4%).

მიმოხილვის მიხედვით, უძრავი ქონება წლიურად ყველაზე მეტად დიდუბეში (46%) გაძვირდა, ყველაზე ნაკლებად კი ვაშლიჯვარში. რაც შეეხება ფასებს, უძრავი ქონება ყველაზე ძვირი ტრადიციულად ვაკეში, ყველაზე ნაკლები კი გლდანში ღირს.