თურქეთი 8 აპრილიდან ლიმონის ექსპორტს შეაჩერებს. როგორც სააგენტო Ilkha, თურქეთის სავაჭრო სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, ამის მიზეზი პროდუქტისთვის არახელსაყრელი ამინდები და შიდა ბაზრის დაცვაა.

„ლიმონის ექსპორტი 2025 წლის 8 აპრილიდან დროებით შეჩერდება. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შიდა მოთხოვნისა და მიწოდების უსაფრთხოების დასაცავად, მთელი ქვეყნის მასშტაბით შექმნილი ცივი ამინდისა და ყინვის გამო“, - ნათქვამია განცხადებაში.

ლიმონის ექსპორტის შეჩერების გადაწყვეტილება თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მიიღეს. დეპარტამენტში დასძინეს, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დამატებითი ზომების მიღება იქნეს საჭირო.

ცნობისთვის, საქართველოსთვის თურქეთი ლიმონის მთავარი იმპორტიორია. 2025 წლის 2 თვეში საქართველომ თურქეთისგან 519.96 ტონა (184.21 ათასი აშშ დოლარი) პროდუქტი შეიძინა.