წელს 6 თვეში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა.

როგორც Galt & Taggart-ის მიმოხილვაში წერია, იანვარ-ივნისში ქვეყანამ ჯამში 6.9 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა.

დოკუმენტის მიხედვით საქართველოს მოხმარება 2024 წლის 6 თვესთან შედარებით, 2%-ით არის გაზრდილი.

Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ ნახევარში მოხმარების მატება ძირითადად პირდაპირი (4.5%-ით) და საცალო მომხმარებლების (4.2%-ით) გაზრდილი მოთხოვნის შედეგი იყო.

იანვარ-ივნისში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის მოხმარება თითქმის 5%-ით შემცირდა. ჯამში წელს აფხაზეთმა დაახლოებით 1.3 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა.