მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში, რუსეთში $156 709-ის (54 480 920 ლიტრი) ღვინის ექსპორტი განხორციელდა. 5 თვის მონაცემებით, რუსეთის წილი მთლიანი ღვინის ექსპორტის 75% იყო, 6 თვისაში - 70%.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას თქმით, ამას არაერთი სუბიექტური მიზეზი აქვს. მათ შორის ის 200-წლიანი ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ქართული ღვინის ძირითადი ბაზარი რუსეთი იყო, ასევე ექსპორტთან დაკავშირებული ლოგისტიკური სიმარტივე და ა.შ.

ლევან მეხუზლა იხსენებს, რომ პანდემიამდე ქართული ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი 60%-ს ჩამოსცდა, მაგრამ პანდემიამ და რეგიონში არასტაბილურმა გარემომ საერთო სურათი შეცვალა. წლის დასაწყისში კი რუსეთში ღვინის ექსპორტის ზრდა რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც 1-ლი მაისიდან სააქციზო გადასახადი გასამმაგდა.

„2019 წლისთვის რუსეთის წილი 60%-ს იყო ჩამოცდენილი, 59% იყო. რაც საკმაოდ დადებითი ტენდენციად მიგვაჩნდა. თუმცა, პანდემიამ და რეგიონში ომმა, ვგულისხმობ რუსეთ-უკრაინის ომს, რადიკალურად შეცვალა სურათი.

რაც შეეხება წლევანდელ წელს, წლის დასაწყისში მეტი იყო რუსეთის წილი. ახლა მცირდება. შარშან წლის ბოლოს რუსეთმა დააანონსა, რომ მაისიდან ასამმაგებდა აქციზის გადასახადს. პირველი 4 თვე გადაზიდვები იყო არა გაყიდვების, არამედ მარაგების შექმნის მიზნით. მეღვინეებს სურდათ, რომ 3-ჯერ ნაკლები გადასახადით შეხვედროდნენ პირველ მაისს. მაისი შემდეგ მკვეთრად იკლებს რუსეთში გადაზიდვები. სწორედ იმიტომ, რომ მარაგებია იქ შევსებული და 70%-ს ჩასცდა რუსეთში ღვინოს გაყიდვების წილი. ამ კუთხით არ ვჩერდებით. ღვინის ეროვნული სააგენტო არც ერთ თეთრს არ ხარჯავს, მეზობელი ქვეყნების, ტრადიციული ბაზრების მიმართულებით. მთელი ჩვენი რესურსი მიმართულია აშშ-ს, იაპონიის, პოლონეთის, გერმანიის, ჩინეთის, დიდი ბრიტანეთის, ბენელუქსის და სკანდინავიის ქვეყნების მიმართულებით. ამის შედეგად აშშ-ში გვაქვს გაყიდვების 46%-იანი ზრდა, პოლონეთის მიმართულებით - 17%-იანი გერმანიის 25%-იანი, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.