საქსტატის მონაცემებითმიმდინარე წლის 7 თვეში საქართველომ ცოცხალი ცხვრების ექსპორტით 6.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე ნაკლებია. შარშან იანვარ-ივლისში საქართველომ 7,504,400 დოლარის ცოცხალი ცხვარი გაყიდაწელსქართული ცხვრების მთავარი საექსპორტო ბაზრები საუდის არაბეთიაზერბაიჯანი და ქუვეითი იყო.

„წელს, ქართულ ცხვარზე მოთხოვნა დაცემულია... სავარაუდოდ, ფასები დავარდება“ - ასეთია კომპანია „აგროქიზიყის“ დამფუძნებლის ბექა გონაშვილის მოლოდინები.

ბექა გონაშვილმარომელიც თავადაც ცხვრის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორიათავისი პროგნოზი რამდენიმე მიზეზით ახსნასოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში ფერმერი ვარაუდობსრომ წელსცოცხალი ცხვრის წონის ფასი 9 ლარის ფარგლებში იქნება.

ბექა გონაშვილის პოსტს BMG უცვლელად გთავაზობთ:

მოკლედშარშანდელ წელთან შედარებითწელს მოთხოვნა დაცემულიაშარშან ამ დროს დიდი ნაწილი ქართული ცხვრისხაზს ვუსვამქართული ცხვრისან გაყიდული იყო ან დაბევებულიდიდი რაოდენობით გადიოდა აზერბაიჯანში დედალი თოხლიც.სოციალური ცხვარირასაც აზერბაიჯანის მთავრობა აფინანსებდაყიდულობდა ყარაბაღისთვისხორცით მოსამარაგებლადასე რომგაიწოვა“ამას თან დაერთო დაავადების გამოდაკეტილი რუმინეთირის გამოც არაბებიც მოგვაწყდნენმოგეხსენებათმაგ დროს რაც ხდება ხოლმეიზრდება ფასები და ცხოვრება კარგია.

წელს შედარებით სხვა სიტუაციაანაკლებად არის მოძრაობა ორივე მიმართულებიდანროგორც აზერბაიჯანიისე არაბული ქვეყნებიდანრადგან რუმინეთიდან შედარებით იაფად მიდისთუმცა რაც ყველაზე მთავარია და პირდაპირ კონკურენციაშია ჩვეთანარის სირიარომელიც წლების განმავლობაში საომარი მოქმედებების გამო დაკეტილი იყოდა ახლა რაც გაიხსნაძირითადადსაუდის არაბეთი და სხვა არაბული ქვეყნები გაცილებით იაფადვიდრე თავიანთ ქვეყანაში ნაწარმოები Naemi (Awassi) ეს მათი ადგილობრივი ცხვარიაიყიდებააქედან გამომდინარეჩვენკენ ნაკლებად იყურებიანასევე არის კიდევ პრობლემა სიცხერის გამოც იქ მოთხოვნა დაკლებულია.

დიდი რაოდენობით ცხვარი "ჩაწვაშარშან რუსეთშიცწინა 3 წელი კარგად მუშაობდა დაღესტანიყიდულობდნენ სტეპებშიასუქებდნენ თავიანთ მთებში (ეს ცალკე მაზალო ისტორიაა :)) ) და მერე ყიდდნენ ძირითადად აზერბაიჯანში ან არაბებშიასევე ხორცად ირანშითუმცა ირანელებს არ უნდათ დუმადუმას აჭრიანამათ კიდე გადაუსუქდათ რადგან ძვირში ჰყავდათ ნაყიდი და ეგონათრომ ფასები როგორც წინა 3 წელი გაფრინდებოდა ცაშიდა ასე აღარ მოხდაშეეტენათ და ერთადერთი გადაარჩინეს უზბეკებმაუზბეკები დიდ წონებს ყიდულობენ, 60-დან 80 კილომდეც კი.

დღეისათვისამ წლის თოხლი საქართველოდან ძალიან მცირე რაოდენობაა და ისიც აზერბაიჯანში გასულისავარაუდოდახლა უფრო მეტად გაიზრდება მნახველ/მყიდველებითუმცა ფასები დავარდებადიდი ალბათობით ცოცხალი წონის ფასი 9 ლარის ფარგლებში იქნებაროგორც ვიცირაღაცები გაიყიდა კიდეც უკვე 9.3 ლარში/კგ.

რა არის აქ მთავარი პრობლემა ჩვენი მეცხვარეებისთვის? - ახლა ყველა ბარისკენ დაიძვრება უკვეამ ერთი თვის განმავლობაშიმოგეხსენებათ ჩვენი ძირითადი პრობლემა არის ზამთრის საძოვრებისიმწირე გვაქვსშესაბამისად ის 250 000 სული ცხვარი რომელიც უნდა იყიდებოდეს წელიწადშიეს თუ არ გაიყიდაეს ცხვარი ჩამოვა და იძულებული იქნება ფერმერირომ მოაძოვოს ის საძოვარი რომელიც სჭირდებოდა დედა ცხვრისთვისზამთარში დასადოლებლადან უნდა ნახოს დროებით გასაჩერებელი სადმეიქირაოსეს კიდე მეტი ხარჯიამწყემსის ხელფასი უნდა გასცესყველას მოლოდინი აქვს.

ასე რომ არ არის ადვილი პერიოდი ამ ეტაპზე“, - წერს ფერმერი ბექა გონაშვილი.

ცნობისთვის: 2024 წელს, საქართველომ ცოცხალი ცხვრების ექსპორტით 39.9 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.

წყარო: bm.ge