სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო  1-ელი იანვრიდან 1-ელ ივლისამდე  ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტში 7 835 964.91 ლარი შევიდა. 

2023 წლის 6 თვის მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით თითქმის 4-ჯერ მეტია. გასული წლის იგივე პერიოდში 1-ელი იანვრიდან 1-ელ ივლისამდე ბიუჯეტში 2 000 680.30 ლარი შევიდა.