თბილისის უძრავი ქონების ქირა 2023 წლის მაისში წლიურად აშშ დოლარში 44.9%-ით, ხოლო ლარში 23.7%-ით გაიზარდა. ინფორმაციას Galt&Taggart აქვეყნებს.

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების 2023 წლის მაისის მიმოხილვის მიხედვით, წლიური ზრდის მაღალი ტემპების მიხედავად, აპრილსა და მაისში ქირა თვე-თვესთან შედარებით შემცირდა.

2023 წლის მაისში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომა წლიურად 16.6%-ით გაიზარდა და 243.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაზეც ყველაზე დიდი გავლენა პირველად ბაზარზე დეველოპერების გაყიდვებს ჰქონდა.