საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სტრატეგიულ პარტნიორობასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ ორ ქვეყანას შორის გაფორმდა ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში შეთანხმებათა პაკეტი, რომელიც მოიცავს: საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე 20-წლიან მთავრობათაშორის შეთანხმებას; აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულების 20 წლით გაგრძელებას, რაც სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს.
დოკუმენტებს საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან - ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯაბაროვმა და ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა მოაწერეს ხელი.
თბილისი და ბაქო ელექტროენერგიის მიწოდებისა და აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების 20 წლით გაგრძელებაზე შეთანხმდნენ
მაქსიმუმ რამდენიმე კვირაში გვექნება სამმართველო შსს-ში, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ მონიტორინგს, რათა შუღლი, დაპირისპირება, სიძულვილის ენა იქნას ამ ქვეყანაში უარყოფილი - მდინარაძე
მთავრობა „სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციების მონიტორინგის და სამართლებრივი რეაგირების“ სამმართველოს ქმნის
ირაკლი კობახიძე ბაქოში, მსოფლიო ურბანულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
„ივანიშვილი იმ დონის ავაზაკია, ცდილობს აშშ-ის პრეზიდენტის ოჯახზე გავიდეს“ - შალვა ნათელაშვილი ტრამპ-თაუერის მშენებლობაზე
საქართველო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნის ინიციატივას არ შეუერთდა
1779107400