ნავთობის ფასები ზრდას განაგრძობს: ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის ივლისის ფიუჩერსები 1.34 დოლარით (1.23%-ით) გაიზარდა და ბარელზე 110.6 დოლარი შეადგინა.
ივნისის WTI-ის ფიუჩერსები NYMEX-ზე 1.28 აშშ დოლარით (1.21%-ით) გაიზარდა და ბარელზე 106.7 აშშ დოლარი შეადგინა.
ნავთობის ფასებს მხარს უჭერს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის შიში.