მიმდინარე წლის 3 ივნისს თბილისში ოფიციალურად გაიხსნა თბილისის მშრალი პორტი, აღნიშნული სატრანსპორტო ობიექტის ამოქმედებით, საქართველომ შუა დერეფნის მარშრუტის გასწვრის საკონტეინერო ინფრასტრუქტურის სინქრონულ განვითარებაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. 

ბოლო პერიოდში, შუა დერეფნით საკონტეინერო ნაკადის ზრდის პირობებში, დერეფნის ნებისმიერი სახელმწიფოს უმთავრეს ამოცანას, ნავსადგურებში და სახმელეთო ტერმინალებში საკონტეინერო სიმძლავრეების სინქრონულ განვითარებასთან ერთად ბლოკ მატარებლებით და საზღვაო ხაზებით კონტეინერების დაუბრკოლებელი ტრანსპორტირება წარმოადგენს.

2024 წელს ყაზახეთის ნავსადგურებიდან კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანის მიმართულებით, შუა დერეფნისთვის  სარეკორდო საკონტეინერო გადაზიდვა 56.5 ათასი TEU დაფიქსირდა (იხ. დიაგრამა).

შთამბეჭდავია საკონტეინერო ბლოკ მატარებლების ზრდის დინამიკა, კერძოდ 2024 წელს შუა დერეფნით ჩინეთიდან გამოგზავნილი – 358 ბლოკ მატარებელი იქნა გატარებული, რაც 32 ჯერ აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს.

მოკლევადიან პერსპექტივაში 2026 წლისათვის შუა დერეფნით ჩინეთიდან 600 ერთეული ბლოკ მატარებლის გატარებაა ნავარაუდევი, 2027  წლის საპროგნოზო გათვლებით ბლოკ მატარებლების რაოდებობა 1000 ერთეულამდე გაზრდა.

ბუნებრივია ამ მოცულობის საკონტეინერო ნაკადის გატარება შუა დერეფნის გასწვრივ განლაგებული საკონტეინერო ტერმინალების ინფრასტრუქტურის სინქრონულ განვითარებას მოითხოვს.

ჩინეთის ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებულ დასავლეთ რეგიონებში, სადაც სახმელეთო მიმართულებებით, ბლოკ მატარებლები ფორმირდება, ოთხი საკონტეინერო ტერმინალი – სიანი, ჩენდუ, ჩუნცინი და ჩჟენჩჟოუ ფუნციონირებს.

აღნიშნული ტერმინალები ჩინეთი – ევროპა – ჩინეთის მიმართულებით, ბლოკ მატარებლების ფორმირების რაოდენობის მიხედვით, ყველაზე დატვირთულ ლოგისტიკურ სახმელეთი ტერმინალებს წარმოადგენენ.

ბლოკ მატარებლების რაოდენობის მიხედვით, ყველაზე დატვირთული სიანის ტერმინალია, სადაც 2024 წელს 4 ათასამდე ბლოკ მატარებელი, მთლიანი რაოდენობის 38 % ის ფორმირება და გაგზავნა განხორციელდა (იხ.დიაგრამა).

შუა დერეფნით ძირითადი საკონტეინერო ნაკადი სიანის ტერმინალიდან ფორმირდება.

2024 წლის მონაცემებით, სხვადასხვა სახმელეთი დერეფნებით ჩინეთი – ევროპა – ჩინეთის მიმართულებით 20 000 ბლოკ მატარებლის ფორმირება და გაგზავნა განხორციელდა, გადაზიდული კონტერინერების რაოდენობამ 2 მლნ TEU შეადგინა.

მომდევნო საკვანძო ინფრასტრუქტურული რგოლი, ვიდრე ბლოკ მატარებელი ჩინეთიდან შუა დერეფნის გავლით საქართველოს ნავსადგურებამდე მოაღწევს, ჩინეთ – ყაზახეთის საზღვარზე განლაგებული ხორგოსის მშრალი ნავსადგურია.

ჩინეთ – ყაზახეთის საზღვარზე სხვადასხვა ლიანდის სიგანის გამო, ხორგოსის ტერმინალში ბლოკ მატარებლებს ხელახალი ფორმირება უწევთ.

შუა დერეფნის საკონტეინერო ტვირთბრუნვაზე დადებითად აისახა ჩინეთ – ყაზახეთის საზღვარზე განლაგებული ხორგოსის საკონტეინერო ტერმინალის ინფრასტრუქტურის გაფართოება, რომლის ტვირთბრუნვა ბოლო 10 წლის განმავლობაში თითქმის 12 ჯერ გაიზარდა და 11.2 მლნ ტონას მიაღწია (იხ.დიაგრამა).

2024 წლის მონაცემებით ხორგოსის მაფორმირებელი სარკინიგზო სადგურიდან 18 ქვეყნის დანიშნულებით, 80 სხვადასხვა საერთაშორისო საკონტეინერო მარშრუტი განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ ოდესღაც საფოსტო დანიშნულების ხორგოსის სასაზღვრო სარკინიგზო სადგური, სადღეისოდ ტვირთნაკადების შემკრებ – გამანაწილებელ მძლავრ სატრანსპორტო კვანძად ჩამოყალიბდა.

შუა დერეფნის მომდევნო მნიშვნელოვან საყრდენ სატრანსპორტო კვანძს კასპიის ზღვაზე ყაზახეთის   აქტაუს და კურიკის ნავსადგურები წარმოადგენენ.

ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობს აქტაუს ნავსადგურში არსებული საკონტეინერო სიმძავრეების გაფართოება.

აქტაუს სპეციალურ ეკონიმიკურ ზონაში, სატრანზიტო ნაკადის გასატარებლად, აქტაუს სავაჭრო ნავსადგურის და ჩინურ “ლანიუნგანის პორტის” კომპანიასთან ერთობლივად 19 ჰექტარზე საკონტეინერო ჰაბის მშენებლობის პროექტი ხორციელდება.

აქტაუს საკონტეინერო ჰაბის აქტუალიზაცია, 2024 წელს ყაზახეთ – ჩინეთის საზღვარზე სიანის ტერმინალის გახსნითაა განპირობებული, სადაც ჩინეთიდან ევროპაში მიმავალი საკონტეინერო მატარებლების 40 % ის ფორმირება და გატარება ხორციელდება.

აქტაუს საკონტეინერო ჰაბი აღჭურვილი იქნება, ყველა სახის თანამედროვე სერვისებით, დაწყებული ავტომობილიდან ან სარკინიგზო ვაგონიდან კონტეინერებში ტვირთის გადაწყობით, რეფკონტეინერებისთვის შესანახი სივრცეებით და სამაცივრე დახურული საწყობებით. მთლიანად განახლდება, პორტატული და მობილური ამწეები.

აქტაუს საკონტეინერო ჰაბის მოწყობით შესაძლებელი იქნება, დღევანელი საკონტეინერო სიმძლავრე – 70 ათასი TEU დან, პირველ ეტაპზე 2025 წლისათვის გაიზარდოს 92 ათას TEU მდე, ხოლო 2034 წლისათვის მიაღწიოს საპროექტო მაჩვენებელს წელიწადში – 300 ათას TEU ს. რაც წლიურად 3 000 საკონტეინერო ბლოკ მატარებლის გატარების ტოლფასია.

2024 წელს აქტაუს ტერმინალით გატარებული 50 ათასი TEU დერეფნის „ვიწრო” ადგილს წარმოადგენდა.

აქტაუს საკონტეინერო ჰაბის პირველი ეტაპის გაშვება 2025 წლის ბოლოსთვისაა ნავარაუდევი.

კასპიის ზღვაზე ყაზახეთის მეორე ნავსადგურის – კურიკის გაფართოება, სადღეისოდ ინტენსიურად მიმდინარეობს. ნავსადგურში მრავალფუნქციური ტერმინალის „სარჟას“მშენებლობა გრძელდება, რომლის დასრულების შემდეგ 2027 წელს ნავსადგურის გამტარუნარიანობა 10 მლნ ტონას  მიაღწევს.

პროექტი, კომპანია Abu Dhabi Ports ის ფინანსებით მიმდინარეობას, ჯამური ინვესტიცია 200 მლნ დოლარს შეადგენს.

მრავალფუნქციური ტერმინალი, „სარჟა”, ახალი ნავმისადგომებისა და მისასვლელი გზების მშენებლობის გარდა, 1.0 მლნ ტონა ხორბლის, 4.5 მლნ ტონა ნავთობის, და უნივერსალურ 2.9 მლნ ტონაზე განკუთვნილ უნივერსალურ ტერმინალებს ააშენებს. მათ შორის გათვალისწინებულია 150 ათას TEU ზე გათვლილი საკონტენერო ტერმინალის მოწყობა.

შუა დერეფნით საკონტეინერო გადაზიდვებისათვის მნიშვნელოვანია კასპიის ზღვაზე საკონტეინერო ფლოტის რაოდენობის და მათი ტვირთამწეობის გაზრდა.

მიუხედვად იმისა, რომ ყაზახეთი კასპიის ზღვაზე, ყოველწლიურად ამატებს საკონტეინერო გემებს, ცნობისათვის, სადღეისოდ ყაზახეთის ნაციონალური საზღვაო გადამზიდავი კომპანია „კაზმორტრანსფლოტი“ სამ საკონტეინერო, და ერთ

კომბინირებულ (მშრალტვირთმზიდი /კონტეინერმზიდი) გემს უწევს ექსპლუატაციას. ოთხი კონტეინერმზიდისგან შემდგარი ფლოტი, გაზრდილი საკონტეინერო ნაკადის ასათვისებლად, სადღეისოდ საკმარისი არ არის.

2025 წელს არაბეთის გაერთიანებული ემირატების AD Ports Group მა, ყაზახურ KazMunaiGas თან შეთანხმებით  ორი თანამედროვე საკონტეინერო გემის აშენების შესახებ საინვესტიციო გადაწყვეტილება  მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ახალი საკონტეინერო გემების დიზაინი შემუშავადა იმ გათვლით, რომ 320 ერთეული TEU დან 780 ერთულ TEU მდე გაზრდილიყო გემზე კონტეინერების ტევადობა, რაც კასპიის ზღვის არსებული მახასიათებლების გათვალისწინებით მაქსიმალურს მოცულობას წარმოადგენს.

საკონტეინერო ნაკადის ზრდის პირობებში, კასპიის ზღვაზე, საკონტეინერო გემების შეზღუდული რაოდენობა და მათი ტვირთამწეობა შუა დერეფნის ძირითად “ვიწრო ადგილს წარმოადგენს.

შუა დერეფნის გასწვრივ, ერთ – ერთ „ვიწრო“ ადგილს კასპიის ზღვაზე აზერბაიჯანის ალიათის საკონტეინერო ტერმინალი წარმოადგენს.

2025 წლის მარტში ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული იქნა 300 მლნ დოლარის ერთობლივი საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ შეთანხმება.

ერთობლივი ფონდის პირველი პროექტი – აზერბაიჯანში ალიათის ნავსადგურში ინერმოდალური საკონტეინერო ტერმინალის გაფართოებას თვალისწინებს.

აზებაიჯანის ნავსადგურ ალიატში ინტერმოდალური სატვირთო ტერმინალის მშენებლობის პროექტს – ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა და ჩინეთმა 2025 წელს მოაწერეს ხელი. ჩინეთის მხარეს Xi’an Free Trade Port Construction and Operation კომპანია წარმოადგენს.

2024 წლის მდგომარეობით ალიათის ნავსადგურის არსებული  საკონტეინერო სიმძლავრე 100 ათასი ერთეული TEU, ფაქტიურად  77 % ით იყო ათვისებული.

საკონტეინერო ტვირთნაკადის ზრდის პირობებში ნავსადგურის საკონტეინერო ტერმინალი, შუა დერეფნის ვიწრო“ ადგილად იქნება წარმოდგენილი.

საქართველოზე გამავალი დერეფნით ტვირთების გენერირების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, შუა დერეფნის განშტოების უზბეკეთის მიმართულებით, კერძოდ ტაშკენტის მშრალი პორტის პროექტი.

ტაშკენტის მშრალი ნავსადგურის ფართობი, რომელიც ახლახანს შევიდა ექსპლუატაციაში, 22 ჰექტარს შეადგენს, აღჭურვილია 9 სარკინიგზო ხაზით, საერთო სიგრძით 5 300 მ.

საკონტეინერო ტერმინალის ტერიტორია დაყოფილია 4 საკონტეინერო და ერთ სატვირთო ზონად, მათი საერთო ტევადობა 2 700 TEU ია. თითოეული მოედანი აღჭურვილია ყველა საჭირო საწყობით და დამხმარე ინვენტარით.

შუა დერეფნის მნიშვნელოვან კვანძს თბილისის მშრალი ნავსადგური წარმოადგენს.

არაბეთის გაერთიანებული ემირატების AD Ports Group – მა, ნორვეგიულ „ვილჰელმსენ პორტ სერვისს“თან და ადგილობრივ კომპანია Inveco ს ერთად 2024 წელს შეძლეს თბილისის მშრალი პორტის საკონტროლო აქციათა პაკეტის შეძენა.

თბილისის მშრალი ნავსადგური 28.5 ჰექტარ ტერიტორიაზე სამ ეტაპად ხორციელდება.  საწყის პირველ ეტაპზე ეტაპზე, რომელშიც 21 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია  ჩაიდო  გამტარუნარიანობა 100  ათას TEU ს მიაღწევს, სასაწყობე ფართობი 10 ათასი კვადრატული მეტრი იქნება, ბოლო მესამე ეტაპის დასრულების შემდეგ კი, მშრალი ნავსადგურის გამტარუნარიანობა 200 ათას TEU მიაღწევს.

შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გასაზრდელად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ობიექტს  ფოთის ტრანსტერმინალი წარმოადგენს, რომელიც ქართულ – ყაზახური ინვესტიციით განხორცილდა და უახლოეს დღეებში გაიხსნება.

საკონტეინერო ტერმინალს ერთდროულად 120 მდე სარკინიგზო ვაგონის მომსახურება შეეძლება.  ტერმინალი აღჭურვილია ორი პორტატული ამწით, რითაც საათში 50 კონტეინერის ჩატვირთვა – გადმოტვირთვის ოპერაცია განხორციელდება. ერთდროულად შესაძლებელია საკონტეინერო მოედანზე 6 ათასი TEU ს განთავსება.

პროექტის ღირებულება 31.5 მლნ დოლარია. ტერმინალი 9 ჰექტარზეა განთავსებული, მისი გამტარუნარიანობა პირველ ეტაპზე წელიწადში 80 ათას TEU ზეა გათვლილი, იმ პერსპექტივით, რომ გამტარუნარიანობა 200 ათას TEU მდე გაიზრდება.

ევროპულ სივრცეში გამოსაყოფია შუა დერეფნის დამაბოლოებელი კონსტანცის ნავსადგური – 2024 წელს კონსტანცის ნავსადგურს 65 მლნ ევროს ინვესტიციით, ორი ახალი ობიექტი დაემატა. მათ შორისაა 5 ჰექტარზე განთავსებული საკონტეინერო ტერმინალი, რომელიც მძიმე, მოცულობით და კომპლექსურ ტვირთებს ამუშავებს, ასევე საავტომობილო მანქანების ტერმინალი, რომელსაც შეუძლია წელიწადში 80 000 ერთეული ავტომობილის დამუშავება შეუძლია.

გარდა ამისა, 2025 წლისთვის კონსტანცის ნავსადგურში დაგეგმილია 50 მლნ ევროს ღირებულების ლოგისტიკური ცენტრის გახსნა რომელიც სარკინიგზო და საგზაო ქსელებს შორის კავშირებს გააძლიერებს.

დასკვნის სახით – ბოლო პერიოდში, შუა დერეფნით საკონტეინერო ნაკადის ზრდის პირობებში, ინტენსიურად მიმდინარეობს დერეფნის სახელმწიფოთა მიერ საკონტეინერო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის სინქრონული განვითარება.

transcor.ge