2024 წლის იანვარ-ივლისში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITM, შუა კორიდორი) საკონტეინერო ტვირთების გადაზიდვა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 14-ჯერ გაიზარდა. 

როგორც აზერბაიჯანული მედია ყაზახეთის რკინიგზაზე დაყრდნობით წერს, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის პერიოდში TMTM-ით 2,5 მლნ ტონა ტვირთის ტრანსპორტირება განხორციელდა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება გასული წლის მაჩვენებლებს. 

ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს პროგნოზით, წელს შუა დერეფნის საშუალებით 4,2 მილიონი ტონა ტვირთის ტრანსპორტირება მოხდება. 

ე.წ „შუა დერეფნით“ 2023 წელს 2.7 მლნ ტონა ტვირთის გადატანა მოხდა, 2021 წელს - 1.48 მლნ ტონის.

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი ე.წ. შუა დერეფანი, გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და შემდგომ თურქეთისა და ევროპის ქვეყნების გავლით.