2023 წლის ივნისში თიბისი ბანკის არხებით, უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობის ზრდის ტემპი მცირედით შემცირდა და 20%-ს გაუტოლდა, ხოლო უნაღდო ჯამური დანახარჯების მოცულობის ზრდის ტემპი გაიზარდა და 17% შეადგინა.
TBC Capital-ის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში სურსათზე უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი, თიბისი ბანკის არხებით, სტაბილურად შენარჩუნდა და კვლავ 23% შეადგინა 2022 წელთან შედარებით. ორგანიზაციის ცნობითვე, სურსათზე ტრანზაქციის საშუალო დანახარჯი 15 ლარს უტოლდება.
ივნისში, სასტუმროებში უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად გაიზარდა და წლიურად 24% შეადგინა. ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი საგრძნობლად გაიზარდა და 342 ლარს გაუტოლდა.
არარეზიდენტების უნაღდო ხარჯვის ზრდის ტემპი კვლავ მაღალ ნიშნულზეა და 62% შეადგინა 2019 წელთან შედარებით.
ამას გარდა, უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი რესტორნებსა და კაფეებში მზარდია და 2022 წელთან შედარებით 27% შეადგინა. ასევე გაიზარდა საშუალო დანახარჯი ერთეულ ტრანზაქციაზე, რომელიც 28 ლარს უტოლდება.
უნაღდო დანახარჯები გართობაზე, გაუმჯობესდა და წლიურმა ზრდის ტემპმა 68% შეადგინა. რაც შეეხება ტანსაცმლისა და აქსესუარების უნაღდო დანახარჯებს, აქ მცირედი ზრდაა და ზრდის ტემპი 8%-ს შეადგინა. ტრანზაქციის საშუალო მოცულობა სტაბილურად შენარჩუნდა და კვლავ 97 ლარს შეადგენს.
ამას გარდა, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების ზრდა, 2023 წლის ივნისში, გაუმჯობესდა და წლიური ზრდის ტემპი 15%-ს გაუტოლდა. ივნისში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობის ზრდის ტემპი სტაბილურია და 2% შეადგინა 2022 წელთან შედარებით. ასევე გაზრდილია თიბისი ბანკის არხებით სამშენებლო მასალებზე გაწეული ხარჯები.
ელექტრონიკაზე უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი შენელდა და ზრდამ 2022 წლის დონესთან შედარებით 10% შეადგინა.
უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი ავეჯსა და მოწყობილობებზე, მცირედით შემცირდა და წლიურად 14%-ს გაუტოლდა.
საანგარიშო პერიოდში მანქანის შეკეთებაზე უნაღდო დანახარჯების ზრდა მცირედით შემცირდა და 2022 წელთან შედარებით 20%-ს გაუტოლდა. საშუალო დანახარჯი კი მცირედით გაიზარდა და 68 ლარს უტოლდება.
ივნისში, უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი ფარმაციაზე მცირედით შემცირდა და წლიურად 12%-ს გაუტოლდა. უნაღდო დანახარჯების ზრდა პირად ჰიგიენაზე გაიზარდა და 11% შეადგინა 2022 წელთან შედარებით.
უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი ექიმთან ვიზიტებზე შემცირდა და წლიურმა ზრდამ 18% შეადგინა. სამედიცინო აღჭურვილობაზე უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი გაიზარდა და 14%-ს გაუტოლდა 2022 წელთან შედარებით.
2023 წლის ივნისში გაიზარდა თიბისი ბანკის არხებით, ჯამურ უნაღდო დანახარჯებში მომსახურების წილი, რომელმაც 35%-ს მიაღწია.
ჯამური უნაღდო დანახარჯების ყველაზე დიდ წილს სურსათი შეადგენს, რომლის წილიც 28%-ს გაუტოლდა. ასევე, გაიზარდა სასტუმროების წილი ჯამურ უნაღდო დანახარჯებში, რომელმაც 2023 წლის ივნისში 4% შეადგინა.
სასტუმროებში საშუალო დანახარჯი 342 ლარამდე გაიზარდა
რომელ ნივთიერებას იყენებდა სუს-ი საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას
„მოთმინებით ველოდებით აშშ-ის პოზიციას საქართველოსთან მიმართებით“ - ირაკლი კობახიძე
კანონისა და წესრიგის ინდექსის მიხედვით, საქართველო სახელმწიფოებს შორის მსოფლიოში მე-19 ადგილზეა და ევროკავშირის წევრ მხოლოდ 4 ქვეყანას ჩამორჩება
სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნიმ უარი თქვა სპიკერ მაიკ ჯონსონის თხოვნაზე, „მეგობარი აქტი“ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს დამატებოდა- The Hill
ჩვენ მზად ვიქნებით ევროკავშირში ინტეგრაციისთვის 2030 წლისთვის, დანარჩენი დამოკიდებულია სამართლიანობაზე - ირაკლი კობახიძე