დღეს გამართულ მთავრობსი სხდომაზე მთავრობის წევრებმა დაამტკიცეს განკარგულება გარდაბნის მუნიციპალიტეტში კომბინირებული ციკლის მესამე თბოელექტროსადგურის მშენებლობის უზრუნველსაყოფად გასატარებელი  ღონისძიებების თაობაზე. 

განკარგულების საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი 350-430 მგვტ. სიმძლავრის მქონე კომბინირებული ციკლის, ენერგოეფექტური თბოელექტროსადგურის მშენებლობისთვის გამოცხადდება აუქციონი და შეირჩევა ინვესტორი, რომელმაც ოთხი წლის ვადაში უნდა ააშენოს და ექსპლუატაციაში გაუშვას საქართველოში ყველაზე დიდი თბოსადგური.