საქართველოში ყვავილების იმპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 9 389.5 ათასი დოლარის ღირებულების 1 358.4 ტონა მოჭრილი ყვავილები და კოკრები იყიდა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 5 315.2 ათასი დოლარის 1 042.2 ტონა ყვავილები. საქართველოში ყვავილების იმპორტის კუთხით ლიდერი სომხეთია.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყვავილებს ყიდულობს:
- სომხეთი - 399.2 ტონა;
- ეკვადორი - 382.5 ტონა;
- თურქეთი - 357.1 ტონა;
- კენია - 97.5 ტონა;
- ნიდერლანდები - 85.5 ტონა;