მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  76. 95 (+ 0.69)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  72.67  (+0.84)  დოლარი/ბარელზე. რუსული Urals-ის მარკის ნავთობის ფასი კი 57 დოლარს აჭარბებს.

საწვავის ღირებულება იზრდება საქართველოშიც. ბრენდირებული გასამართი სადგურების ერთი კვირის მონაცემები შემდეგია:

Gulf -  დღეს, 29 მაისს ბენზინის ყველა ტიპის საწვავი 6 თეთრით გაძვირდა.

Wissol -  23 მაისს 1 ლიტრი ევრო რეგულარის ღირებულება 2.35-დან 2.39 ლარამდე გაიზარდა. სხვა ტიპის საწვავის ღირებულება ჯერჯერობით უცვლელია.

Socar - საწვავის ფასები არ შეცვლილა და 1 ლიტრი რეგულარის ბენზინის ფასი 2.35 ლარია.

Lukoil - საწვავის ფასები არ შეცვლილა და ევრო რეგულარი 2.23 ლარი ღირს.

Rompetrol - ფასების ცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ქვეყნდება, თუმცა ამ დროისთვის ევრო რეგულარის ფასი 2.35 ლარია.

Portal - ფასების ცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ქვეყნდება, თუმცა ამ დროისთვის ევრო რეგულარის ფასი 2.39 ლარია.