ნავთობის გლობალური ფასები მიმდინარე კვირას გაიზარდა და ბარელი Brent-ის ტიპის ნავთობი 111 დოლარად ივაჭრება, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 75%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
მსოფლიოში ნავთობის ფასების ზრდის ფონზე, საქართველოშიც საწვავი ბოლო პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაძვირდა.
ოქტომბერში საწვავის ფასი სხვადასხვა ბრენდულ ავტოგასამართ სადგურებზე საშუალოდ 10-დან 20 თეთრამდე გაიზარდა.
„კომერსანტი“ დაინტერესდა, რა ღირს საწვავი საქართველოში სხვადასხვა ქსელში:
Gulf-ის ქსელში საწვავის ღირებულება ოქტომბრის თვის განმავლობაში გაიზარდა, ბენზინი ჯამში 14-22 თეთრით, დიზელი კი 10-12 თეთრამდეა გაძვირებული.
საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:
- G-Force სუპერი - ₾4.69; ზრდა - 14 თეთრი;
- G-Force პრემიუმი - ₾4.39; ზრდა - 22 თეთრი;
- G-Force ევრო რეგულარი - ₾4.09; ზრდა - 20 თეთრი;
- G-Force ევრო დიზელი - ₾5.05, ზრდა - 10 თეთრი;
- ევრო დიზელი - ₾4.99, ზრდა - 12 თეთრი;
Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ფასები გაძვირდა. ბენზინის ღირებულება 14-23 თეთრით, ხოლო დიზელის 8-14 თეთრით გაიზარდა.
დღეს სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:
- A1 სუპერი 100 - ₾4.83, ზრდა - 19 თეთრი;
- ეკო სუპერი - ₾4.68; ზრდა - 14 თეთრი;
- ეკო პრემიუმი - ₾4.39; ზრდა - 23 თეთრი;
- ეკო დიზელი - ₾5.07, ზრდა - 14 თეთრი;
- ევრო დიზელი - ₾4.98, ზრდა - 9 თეთრი;
- ევრო რეგულარი - ₾4.08; ზრდა - 14 თეთრი;
- დიზელ ენერჯი - ₾4.93, ზრდა - 8 თეთრი;
Socar-ის ქსელში საწვავის ღირებულება ოქტომბერში 2-დან 16 თეთრამდე გაძვირდა.
დღეს, ბენზინის და დიზელის შეძენა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:
- ნანო სუპერი - ₾4.62, ზრდა - 12 თეთრი;
- ნანო პრემიუმი - ₾4.31, ზრდა - 16 თეთრი;
- ნანო ევრო რეგულარი - ₾4.02, ზრდა - 16 თეთრი;
- ევრო 5 დიზელი - ₾4.90; ზრდა - 4 თეთრი;
- ნანო ევრო 5 დიზელი - ₾4.96; ზრდა - 2 თეთრი;
Lukoil-ის ქსელში საწვავის ღირებულება მიმდინარე თვეში 6-12 თეთრით გაიზარდა.
დღეს საწვავის ფასები Lukoil-ის სადგურებზე შემდეგია:
- Super ecto – ₾4.60; ზრდა - 5 თეთრი;
- Premium Avangard - ₾4.25; ზრდა - 20 თეთრი;
- Euro Regular - ₾3.95; ზრდა - 10 თეთრი;
- Euro Diesel - ₾4.97; ზრდა - 15 თეთრი.