საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოებში 2024 წელს საქართველოს მთავრობას 4.8 მლრდ დოლარს ედავებოდნენ. საქმეებიდან ერთი სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდა, რის გამოც, ჯამური მოთხოვნა 3.3 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა, - წერია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში.
„ფისკალური რისკების კიდევ ერთი წყაროა საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებიდან მომდინარე რისკები. 2024 წელს წარმოებაში არსებული იმ დავებიდან, სადაც სახელმწიფო მოპასუხეს წარმოადგენდა, სადავო თანხის ჯამური პოტენციური მაქსიმალური ოდენობა შეადგენდა 4.8 მლრდ აშშ დოლარს. აღნიშნულ დავათაგან ერთი სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდა, რამაც ჯამური მოთხოვნები 3.3 მლრდ აშშ დოლარამდე შეამცირა“, - აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.