საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი სოფელ ნიგოზაში 50 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურს ააშენებს. ფონდის ხელმძღვანელის განმარტებით, პროექტი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერით განხორციელდება.
„როგორც მოგეხსენებათ, თავის დროზე გორის ქარის ელექტროსადგურიც ენერგეტიკის განვითარების ფონდის აშენებულია. მის მსგავსად, ახალი ქარის ელექტროსადგურიც, რომელიც ნიგოზაში განთავსდება, ძალიან შთამბეჭდავი იქნება.“-განმატა ჯაბა ხმალაძემ.
კიდევ ერთი პროექტი, რომელზეც ენერგეტიკის განვითარების ფონდი მუშაობს, 100 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურია, რომელიც ახალ სამგორში აშენდება. ფონდის ხელმძღვანელის განმარტებით, მასში 100 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
„ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ განხორციელებულია მნიშვნელოვანი პროექტები, მათ შორის 150 მეგავატამდე ქარის ელექტროსადგური, რომელიც ევროპის რეკონსტრუქცისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით აშენდა. ჩვენ გვაქვს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, სადაც გვინადა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების რესურსის ჩართვა. მათი მონდომება ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერის მიმართ არის ძალიან დიდი.“-აღნიშნა ჯაბა ხმალაძემ.