საქართველოს ეკონომიკის ზრდამ 2026 წლის აგვისტოში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 6.3% შეადგინა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, იანვარ-აგვისტოში ეკონომიკის საშუალო რეალური ზრდა 7.6%-ზე დაფიქსირდა.

საქსტატის ინფორმაციით, აგვისტოში დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ 16.85 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2025 წლის აგვისტოს მაჩვენებელს 12.1%-ით აღემატება.

ეკონომიკური აქტივობის ზრდა თითქმის ყველა ძირითად სექტორში დაფიქსირდა. ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ეკონომიკის ზრდაში შეიტანა დამამუშავებელმა მრეწველობამ, ინფორმაციამ და კომუნიკაციამ, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებმა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულმა საქმიანობებმა, ვაჭრობამ, ტრანსპორტმა და დასაწყობებამ.

ამასთან, აგვისტოში კლების ტენდენცია მხოლოდ მშენებლობის სექტორში გამოვლინდა.