ჩვენი საბაზისო სცენარით, ელექტროსადგურების მშენებლობის ტემპი დაჩქარდება, რის შედეგადაცსაქართველოს დადგმული სიმძლავრე 2035 წლისთვის 8.8 გვტ-ს მიაღწევს. ამისთვის საჭირო იქნება $4.5 მლრდ-ის ინვესტიციაგენერაციის ობიექტებში და $1.0 მლრდ-ის ინვესტიცია ქსელის განვითარებაში, - ამის შესახებ ინფორმაციას Galt&Taggart მიმოხილვაში „ელექტროენერგიით ვაჭრობის პერსპექტივები საქართველოსა და კავკასიის რეგიონში“ ავრცელებს.
მიმოხილვის მიხედვით, ამ სცენარის შემთხვევაში საქართველოელო ექტროენერგიის წმინდა ექსპორტიორი გახდება, ხოლო პროექტების შეფერხების შემთხვევაში იმპორტზე დამოკიდებულება გაღრმავდება.
„საბაზისო სცენარით საქართველო წმინდა ექსპორტიორი გახდება, პესიმისტური სცენარით კი იმპორტზე დამოკიდებულება გაძლიერდება.
რეგიონული ვაჭრობის შესაძლებლობები ქვეყანათაშორისი ხაზების გამტარუნარიანობაზე, რეგიონულ გენერაციის მიქსზე, ელექტროენერგიის ფასებსა და ბაზრის წესებზე იქნება დამოკიდებული. ისტორიულად საქართველოს მთავარი საექსპორტობაზარი თურქეთი იყო, თუმცა დაგეგმილმა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა შესაძლოა სავაჭრო შესაძლებლობებიგააფართოოს. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ევროპაში ექსპორტის ახალ გზას შექმნის და გააძლიერებს საქართველოს როლსრეგიონულ ელექტროენერგიით ვაჭრობაში“, - ნათქვამია მიმოხილვაში.