იმ ქვეყნების ნუსხას, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინების ექსპორტი დაშვებულია, საქართველო ევროკომისიის რეგულაციის შესაბამისად, 2021 წლის დეკემბერში დაემატა.
„კომერსანტი“ დაინტერესდა რა რაოდენობის ლოკოკინას ექსპორტი განხორციელდა ამ პერიოდში. როგორც საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა 2022 წელს საქართველოდან ექსპორტზე 482 480 აშშ დოლარის 79.72 ტონა ლოკოკინა გავიდა. აქედან 74.86 ტონა საფრანგეთში, 4.86 ტონა კი იტალიაში.
რაც შეეხება 2023 წელს ჯერჯერობით ექსპორტზე იტალიაში 7 090 დოლარის 1.22 ტონა ლოკოკინა გასული.
ამ დროისთვის საქართველოში ლოკოკინას რამდენიმე ათეული ფერმაა. სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყანას ამ მხრივ განვითარების და ექსპორტის მნიშვნელოვნად გაზრდის დიდი პოტენციალი აქვს.