2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ჩინეთისგან 16.76 მლნ დოლარის ღირებულების 9 472 ტონის ქათმის ფილე შეიძინა. აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში ჯამში იმპორტირებული 19 939 ტონა ქათმის ფილე. ჩინეთის წილი 47%-ს აჭარბებს. ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „ბიზნესპრესნიუსს" მიაწოდა.
მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში ქათმის ფილეს იმპორტი შემდეგი 5 ძირითადი ქვეყნიდან განხორციელდა:
- ჩინეთი - 16.76 მლნ აშშ დოლარის 9 472 ტონა;
- ბრაზილია - 3.72 მლნ აშშ დოლარის 2 011 ტონა;
- საფრანგეთი - 2.48 მლნ აშშ დოლარის 1 904 ტონა;
- ნიდერლანდები - 2.43 მლნ აშშ დოლარის 1 848 ტონა;
- გერმანია - 1.50 მლნ აშშ დოლარის 1 151 ტონა.
„საქსტატის“ მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოში წელს ჩინეთიდან ქათმის ფილეს იმპორტი ძირითადად შემდეგმა კომპანიებმა განახორციელეს: „ვესტ ინვესტი“, „იზი“, „კასკო 2015“, „ფუდსერვისი“ და „ჯეო დისტრიბუშენ გრუპი“.