2024 წლის იანვარ-მაისის წინასწარი მონაცემებით, ჩინეთი, 691.6 მილიონ დოლარიანი ბრუნვით, საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.

„საქსტატის“ ინფორმაციით, წლის პირველ ხუთ თვეში ჩინეთზე საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 8.2% მოდიოდა. აღნიშნულ პერიოდში საქართველომ ჩინეთიდან 5-ჯერ მეტი პროდუქცია იყიდა, ვიდრე გაყიდა. ამასთან, წლიურ ჭრილში იმპორტის ზრდა და ექსპორტის კლება ფიქსირდება.

ჩინეთი საქართველოს მეოთხე უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორია 577.9 მლნ დოლარით. წლის პირველ 5 თვეში იმპორტი 33%-ით გაიზარდა და საქართველოს მთლიან იმპორტში მისი წილი 9.4% იყო.

ჩინეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები ასეთია:

  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - $22.8 მლნ;
  • ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - $20.9 მლნ;
  • სატვირთო ავტომობილები - $19.9 მლნ;
  • მოწყობილობები ჰაერის კონდენცირებისათვის - $19.5 მლნ;
  • მსუბუქი ავტომობილები - $18.6 მლნ.

ჩინეთი მეშვიდეა საქართველოს საექსპორტო პარტნიორების ჩამონათვალში. იანვარ-მაისში ექსპორტი წლიურად 41.2%-ით შემცირდა და 113.7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 5%-ია.

ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები ასეთია:

  • ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $72.6 მლნ;
  • კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - $15.8 მლნ
  • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - $10 მლნ;
  • სპილენძის ნარჩენები და ჯართი - $4.2 მლნ;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - $3 მლნ.