2023 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 30.9 მლნ აშშ დოლარის ფულადი გზავნილი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის მაისის (28.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 2 მლნ დოლარით მეტია.

საქართველოდან უცხოეთში ფულად გზავნილებს შორის პირველ ადგილზეა თურქეთი, სადაც 6.7 მლნ დოლარი გადაირიცხა. მეორე ადგილზე თითქმის 3.6 მლნ ლარით რუსეთია, ხოლო მესამე ადგილზე 3.2 მლნ აშშ დოლარით აზერბაიჯანია.

საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხვის დროს ყველაზე ხშირად ფულადი გზავნილების სისტემა Western Union-ს იყენებენ, რომლის საშუალებითაც მაისში 7.9 მლნ დოლარი გადაირიცხა. მეორე ადგილზე კი რუსული Zolotaya Korona-ა, რომლის გამოყენებითაც საქართველოდან 7.5 მლნ დოლარი გადაირიცხა.