2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან უცხოეთში ექსპორტზე 1.7 მილიარდი დოლარის ღირებულების 71 ათასი ავტომობილი გავიდა. თანხობრივად ავტოექსპორტი 17%-ით, რაოდენობრივად კი 3 ათასი ავტომობილით არის გაზრდილი.

ამ მაჩვენებლით, ავტოექსპორტმა მთლიან ექსპორტში 39%-ის წილი დაიკავა.

2024 წლის მსგავსად საქართველოდან ყველაზე დიდი ღირებულების - 884 მილიონი დოლარის ავტომობილები რეექსპორტზე ცენტრალური აზიის უღარიბეს ქვეყანაში ყირგიზეთში გავიდა, სადაც გატანილი ავტომობილის საშუალო ფასმა $32 000 დოლარი შეადგინა. თავის მხრივ ყირგიზეთში ძვირად ღირებულ ავტომობილებზე მოთხოვნა მაღალია იმიტომ, რომ აღნიშნული ქვეყანა რუსეთის მიმართ დაწესებულ სავაჭრო სანქციებს არ უერთდება და ყირგიზეთიდან დილერები ავტომობილებს რუსეთის ფედერაციაში ყიდიან. მეტიც, ხშირ შემთხვევაში ავტომობილები ყირგიზეთში არც ჩადის და ყირგიზი ავტოდილერები მათ გზიდანვე, რუსეთის ფედერაციაში ყიდიან.

მეორე ადგილს ყაზახეთი იკავებს 494 მილიონი დოლარით, სადაც ექსპორტი წელს 6%-ით გაიზარდა. მესამე პოზიციაზე კი აზერბაიჯანია 156 მილიონი დოლარის ექსპორტით. ამ ქვეყანაში ექსპორტი 18%-ით შემცირდა. ასევე 52%-ით შემცირდა ავტოექსპორტი სომხეთშიც.

2025 წლის იანვარ-აგვისტოში ავტოექსპორტი ასე ნაწილდება:

# ქვეყანა თანხა მილიონი დოლარი ავტომობილების რაოდენობა ერთის საშუალო ფასი ზრდა/კლება წინა წელთან შედარებით
1 ყირგიზეთი $884 მილიონი დოლარი; 27,316 ერთეული $32.4 ათასი; 28%
2 ყაზახეთი $494 მილიონი დოლარი; 28,962 ერთეული $17.1 ათასი; 6%
3 აზერბაიჯანი $156 მილიონი დოლარი; 5,713 ერთეული $27.3 ათასი; -18%
4 ტაჯიკეთი $63 მილიონი დოლარი; 3,055 ერთეული $20.5 ათასი; 303%
5 უზბეკეთი $42 მილიონი დოლარი; 1,476 ერთეული $28.2 ათასი; 568%
6 სომხეთი $37 მილიონი დოლარი; 1,764 ერთეული $20.8 ათასი; -52%