საქართველოდან პურ-ფუნთუშეულის ექსპორტი გაორმაგდა. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ქვეყნიდან 1.9 მლნ აშშ დოლარის პურის, ფუნთუშეულის და საკონდიტრო ნაწარმის ექსპორტი განხორციელდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ექსპორტი 962 600 აშშ დოლარი იყო.
ზრდა იყო წლიურ ჭრილში ჯამურადაც. კერძოდ, 2025 წელს ქვეყნიდან 9,1 მლნ აშშ დოლარის პურ-ფუნთუშეული გავიდა, 2024 წელს კი - 6,3 მლნ აშშ დოლარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ექსპორტის ზრდამ 44% შეადგინა.
წელს საქართველოდან პურ-ფუნთუშეულის მთავარი საექსპორტო ბაზარი უზბეკეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი იყო, გასულ წელს კი სომხეთი, აზერბაიჯანი და ერაყი.
საქართველოდან პურ-ფუნთუშეულის მთავარი საექსპორტო ბაზრები 2026 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით შემდეგია:
უზბეკეთი - 870 000 აშშ დოლარი
აზერბაიჯანი - 458 500 აშშ დოლარი
სომხეთი - 258 200 აშშ დოლარი
რუსეთი - 236 800 აშშ დოლარი
ისრაელი - 236 800 აშშ დოლარი
აშშ - 2 500 აშშ დოლარი.
რაც შეეხება იმპორტს, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო ნაწარმის იმპორტმა 15 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 3 მლნ აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ძირითადი საიმპორტო ქვეყნები რუსეთი და უკრაინაა.
2026 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, პურ-ფუნთუშეულის მთავარი საიმპორტო ქვეყნებია:
რუსეთი - 3,2 მლნ აშშ დოლარი
უკრაინა - 2,5 მლნ აშშ დოლარი
თურქეთი - 2,3 მლნ აშშ დოლარი
პოლონეთი - 1,8 მლნ აშშ დოლარი
ბულგარეთი - 1,1 მლნ აშშ დოლარი