საქართველოდან ჩაის ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი 25%-ით შემცირდა. 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან მილიონ რვაასი ათას დოლარზე მეტის ღირებულების, 976 ტონა ჩაი გავიდა ექსპორტზე. გასული წლის რვა თვეში კი ჩაის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი  2 მილიონ 400 ათასს შეადგენდა.

მთავარი საექსპორტო ბაზარი თურქეთია. სადაც 798 000 დოლარამდე ღირებულების ქართული ჩაის  რეალიზაცია განხორციელდა. ჩაი ექსპორტზე გავიდა თურქმენეთში, მონღოლეთში, სომხეთში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში. მათ შორის:

ჩაის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები ასეთია:

მონღოლეთი - 273 ათასი დოლარი

ყაზახეთი - 135.2 ათასი დოლარი

რუსეთი - 93. 3 ათასი დოლარი

სომხეთი  - 86.6 ათასი დოლარი

თურქმენეთი - 71.4 ათასი დოლარი

ჩეხეთი - 47.4 ათასი დოლარი

გერმანია 47 ათასი დოლარი

საფრანგეთი - 46.7 ათასი დოლარი

წყარო: ბიზნესპარტნიორი