2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან უცხოეთში ავტოექსპორტი შემცირდა, ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.
ჯამურად ექსპორტმა 365 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 27%-ით არის შემცირებული.
ცნობისთვის, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 867.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2 პროცენტით მეტია. „საქსტატის“ ცნობით, აქედან, ექსპორტი 1 723.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 23.4 პროცენტით), ხოლო იმპორტი 4 143.2 მლნ. აშშ დოლარს (შემცირდა 7.1 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ- მარტში 2 419.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია.