საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2024 წლისთვის საქართველოში ერთ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 8,825 დოლარია, რაც გასულ წელთან შედარებით 615 დოლარით გაზრდილი მაჩვენებელია.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2024 წლისთვის აზერბაიჯანში ერთ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი $7,641-ია, სომხეთში - $8,575 , თურქეთში - $12,765 , რუსეთში - $14,391. ამ მაჩვენებლებით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს პროგნოზი აღემატება აზერბაიჯანის და სომხეთის მაჩვენებელს, მაგრამ ჩამორჩება თურქეთს და რუსეთს.
ამას გარდა, ამ მაჩვენებლით საქართველო 88-ე ადგილზეა და უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს მოლდოვას და უკრაინას, რომელთა მშპ ერთ სულ მოსახლეზე $7,488 და $5,663-ია.
IMF-ის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის სათავეში ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალი მშპ-ს მაჩვენებლით ლუქსემბურგია $131,384-ით. ათეულშია: ირლანდია, შვეიცარია, ნორვეგია, სინგაპური, აშშ, ისლანდია, კატარი, მაკაოს, დანია.
2024 წელს ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალი მშპ-ს პროგნოზის მქონე ქვეყნების ოცეული ასეთია:
ქვეყანა / მშპ-ს პროგნოზი ერთ სულ მოსახლეზე
- ლუქსემბურგი - $131,384;
- ირლანდია - $106,059;
- შვეიცარია - $105,669;
- ნორვეგია - $94,660;
- სინგაპური - $88,447;
- შეერთებული შტატები - $85,373;
- ისლანდია - $84,594;
- კატარი - $81,400;
- მაკაოს - $78,962;
- დანია - $68,898;
- ავსტრალია - $66,589;
- ნიდერლანდები - $63,750;
- სან-მარინო - $59,405;
- ავსტრია - $59,225;
- შვედეთი - $58,529;
- ბელგია - $55,536;
- ფინეთი - $55,127;
- კანადა - $54,866;
- გერმანია - $54,291;
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - $53,916.