საპენსიო სააგენტო აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას საპენსიო სააგენტოს საქმიანობის, საინვესტიციო პროცესების და იმ სიახლეების ირგვლივ რასაც უახლოეს მომავალში გეგმავს.
ამჯერად, სამუშაო შეხვედრა ექსპერტებთან გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ და უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ პრეზენტაციები წარუდგინეს. საპენსიო სააგენტოს დირექტორმა უახლეს სტატისტიკურ მონაცემებთან ერთად, დიგიტალიზაციის პროცესებზე, სერვისებზე ხელმისაწვდომობის არეალის ზრდასა და კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე ესაუბრა. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა ექსპერტებს საინვესტიციო პროცესის სრული სურათი და დამატებით დივერსიფიკაციის შესაძლებლობები გააცნო, ასევე აგვისტოს თვიდან დაგეგმილი საშუალო რისკიანი და მაღალრისკიანი პორტფელების შექმნაზე ესაუბრა.
შეხვედრის მიზანი, ექსპერტთა ინფორმირებასთან ერთად მათი უკუკავშირის მოსმენა და განსხვავებული შეხედულებების დეტალური განხილვა იყო. მსგავსი შეხვედრები სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან პერმანენტულად გაიმართება, რაც საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება და შედეგად ნდობის მოპოვებას შეუწყობს ხელს.