სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და პროექტ "კლასტერები განვითარებისთვის" ორგანიზებით სამეგრელოსა და აჭარის რეგიონში ცენტრალური და ადგილობრივი მედიის წარმომადგენელთა ტური გაიმართა.
30-მდე სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტმა, ზუგდიდში სტუმრობისას, „აწარმოე საქართველოს“ ბენეფიციარი ლეთო•Leto Boutique Hotel Zugdidi დაათვალიერა. ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო 4 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიციით შეიქმნა და მასში 70-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
ბათუმში ვიზიტისას, მედიის წარმომადგენლებმა „აწარმოე საქართველოში“ მიკროგრანტების პროგრამის მონაწილე საწარმო - Art Glass Studio. AGS დაათვალიერეს, რომელიც ვიტრაჟებს აწარმოებს. საწარმო სააგენტოსგან მიღებული 20 000 ლარიანი გრანტით გაფართოვდა, ვიტრაჟის კონტურული დანადგარი შეიძინა და არსებული შეკვეთების ფონზე, წარმოების კიდევ უფრო გაზრდას გეგმავს.
მედიატურის ბოლოს, ჟურნალისტებმა ქობულეთში, სოფელ კვირიკეში მდებარე მულტიფუნქციური სასტუმრო კომპლექსი Chateau Kvirike • შატო კვირიკე მოინახულეს, რომელიც „აწარმოე საქართველოს“ ხელშეწყობით შეიქმნა.
6 ჰექტარზე გაშენებული კომპლექსი მოიცავს: მთავარ სასტუმრო შენობას, 15 კოტეჯს, კერძო ვილას, ვენახსა და ღვინის მარანს, რესტორნებს, გარე საცურაო აუზსა და საკონფერენციო დარბაზს. შატოს შემქმნელებმა, წელს ახალი პროექტი წარუდგინეს დამსვენებლებს - კვირიკეს მთაზე მდებარე კოტეჯების კომპლექსი - "შალე კვირიკე", პანორამული ხედებით კოლხეთის დაბლობსა და შავი ზღვის სანაპიროზე. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 20 მილიონი ლარია, საიდანაც 5 მლნ ლარი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ თანადაფინანსებაა.
პროექტი „კლასტერები განვითარებისთვის“ დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.