რუსეთის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 10.8%-ი, ხოლო იმპორტში 11.3%-ია.

2023 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.6 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 714.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (2 193.9 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 846.2 მლნ. აშშ დოლარი).

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონელი, რომელიც რუსეთში გადის:

ყურძნის ნატურალური ღვინოები - $157 573.8 ათასი;

მსუბუქი ავტომობილები (ცალი) - $67 095.0 ათასი;

მინერალური და მტკნარი წყლები - $ 54 288.5 ათასი;

წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - $58 546.6 ათასი;

სპირტიანი სასმელები - $59 255.1 ათასი;

დანარჩენი საქონელი – სულ - $204 694.2 ათასი.

უმსხვილესი საიმპორტო საქონელი, რომელიც რუსეთიდან შემოგვაქვს:

ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $513 726.2 ათასი;

ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - $108 802.0 ათასი;

ხორბლის და მესლინი - $50 606.3 ათასი;

ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - $45 230.3 ათასი;

წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - $49 146.0 ათასი;

დანარჩენი საქონელი - სულ - $821 573.8 ათასი.